Monday, July 11, 2016

ინტელის პროექტი

"საზღვრებს მიღმა"

მე-9 დღე

დღეს შევიტანეთ საბოლოო ჩასწორებები ჩვენს პროექტში, მოვაწყვეთ პრეზენტაციების ჩვენება და ავტვირთეთ ისინი ჩვენს ბლოგზე.

სემინარი იყო ძალიან საინტერესო, ვისწავლეთ როგორ გავხადოთ სასწავლო პროცესი უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო პროექტების მეშვეობით. ტრენინგმა ჩემი მოლოდინი სრულიად გაამართლა.

დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ბატონ ა. ცნობილაძეს მხარდაჭერისათვის.

Wednesday, July 6, 2016

მე-3 დღე

გავეცანით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების შეფასების რუბრიკის ნიმუშებს და მივარგეთ ისინი ჩვენი პროექტის თემას.

Wednesday, June 29, 2016

IV დღე

წავიკითხეთ პროექტზე დაფუძნებული სწავლების შეფასება. გავეცანით გზამკვლევს შეფასების სხვადასხვა მეთოდის განვითარებისა და გამოყენებისათვის და მოვარგეთ ისინი ჩვენი პროექტის თემას, დავათვალიერეთ პრეზენტაციის შაბლონი.

Sunday, June 26, 2016

მე-3 დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკას, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და შევუსაბამეთ ისინი ჩვენი პროექტის თემის შინაარსს, ჩამოვაყალიბეთ მიზნები, რომელთა მიღწევაც გვსურს პროექტის მეშვეობით, შევადგინეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და დაცწერეთ განვლილი დღის რეფლექსია.

Saturday, June 25, 2016

მე-2 დღის რეფლექსია

I დღე

დღეს დავიწყეთ ტრენინგი თემაზე "პროექტებით სწავლება".
ტრენინგის დასაწყისში გავეცანით მოდულებს, შევქმენით ელექტრონული პორტფოლიო, გავეცანით აგრეთვე 21-ე საუკუნის უნარებს, პროექტის გეგმის შაბლონს და პორტფოლიოს ჩეკლისტს, მოვაგროვეთ იდეები  ჩვენი სამომავლო პროექტის თემის შესახებ.

II დღე

დღეს გავეცანით გამოცემის მომზადების ჩეკლისტს, დავათვალიერეთ მზა შაბლონები, მოვარგეთ ისინი ჩვენი თემის საჭიროებებს და დავიწყეთ საკუთარი ბროშურების შექმნაზე მუშაობა, ბლოგზე გამოვაქვეყნეთ განვლილი დღეების რეფლექსია.