პროექტის სახელწოდება:
„გავეცნოთ უფრო ახლოს უცხოეთს’’
პროექტის მთავარი იდეა (თემა): მოსწავლეები
მოიძიებენ საჭირო ინფორმაციას
იმერეთის შესახებ, გადათარგმნიან მას, დაბეჭდავენ და გადასცემენ უცხოელ
ტურისტებს
პროექტის აქტუალობა: საქართველოში
ჩამოსული უცხოელების უმრავლესობა
იცნობს მხოლოდ დედაქალაქს. ამ პროექტის
მეშვეობით ისინი გაეცნობიან
საქართველოს ერთ-ერთ კუთხეს - იმერეთს
|
იმერული პურმარილის სურნელება |
პროექტის მიზნები: მოსწავლეები ისწავლიან
თავიანთი კულტურული მემკვიდრეობის
უფრო მაღალ დონეზე
შეფასებას და უდიდესი
ეროვნული სიამაყის განცდით წარდგენას უცხოელ
სტუმართა წინაშე, აგრეთვე სხვა ქვეყნების კულტურათა პატივისცემას
მონაწილეთა ასაკი: 14-15წ.
ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,
რაც შეიძლება შეიქმნას: რეალურ
ცხოვრებისეულ საკითხებთან შეხებით
მოსწავლეები გამოიმუშავებენ კონკრეტულ, აქტუალურ შეკითხვაზე
ინფორმაციის მოგროვების, დამუშავების,
დახარისხების კომპეტენციებს; ისინი დაეუფლებიან საკუთარი
ინიციატივის წარმატებით განხორციელებისათვის საჭირო
კვლევით, შემოქმედებით, მთარგმნელობით, თანამშრომლობით და კომუნიკაციურ უნარ-ჩვევებს;
დაამზადებენ მცირე ზომის საინფორმაციო ბუკლეტებს
ისტ-ის გამოყენებით
პროექტისთვის საჭირო ძირითადი
რესურსები: კომპიუტერი,
ინტერნეტი, პრინტერი
პროექტის მსვლელობა (ძირითადი
აქტივობები):
·
თემის გაცნობა მოსწავლეებისათვის
·
პროექტის გეგმის ჩამოყალიბება
და კლასის დაყოფა შერჩევის პრინციპით (მოსწავლეთა
კომპეტენციების გათვალისწინებით
·
პასუხისმგებლობების გაცნობა
და კონკრეტული მოვალეობების
განაწილება
·
შეგროვებული
ინფორმაციის მომზადება დასაბეჭდად
·
მცირე ზომის ბუკლეტების
დაბეჭდვა
·
პროექტის განთავსება ვებ-გვერდზე/ბლოგზე
საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი: ისტორია, გეოგრაფია,
ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
მუხლი 7. სასწავლო
პროცესი
მასწავლებელმა
იცის სასწავლო პროცესის
დაგეგმვა ეროვნული და სასკოლო
სასწავლო
გეგმების
მოთხოვნების შესაბამისად. ამ მიზნით:
ა) მასწავლებელმა იცის სასწავლო პროცესის
დაგეგმვა ეროვნული და სასკოლო
სასწავლო
გეგმების
მოთხოვნების, მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების,
დროითი და
სასწავლო
რესურსების გათვალისწინებით;
ბ) მასწავლებელმა იცის, როგორ გამოიყენოს
შეფასების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია
და
შეუძლია გრძელვადიანი და მოკლევადიანი
სასწავლო გეგმების შედგენა;
გ) მასწავლებელმა იცის, როგორ დაამყაროს
საგანთა შორის კავშირი ეროვნული
სასწავლო
გეგმით
გათვალისწინებული მისაღწევი შედეგების და
პროგრამების დონეზე;
|
ვაზო, შვილივით ნაზარდო! |
დ) მასწავლებელმა იცის, როგორ დაგეგმოს
სწავლება კოლეგებთან ერთად;
ე) მასწავლებელს შეუძლია ინდივიდუალური სასწავლო
გეგმის შექმნა და ამ
გეგმის
მიხედვით
სწავლება და შეფასება.
|
ახალი ქუთაისი |
პროექტის ხელმძღვანელი: მ. გელაშვილი
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: sabaivamaia@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
/http://www.sabaivamaia.blogspot.com